Wednesday, June 27, 2018

პროექტი

1. პროექტის სახელწოდება: ,,თელავის ახალგაზრდა მწერლები".

 2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მოიძიებენ და გაეცნობიან  ახალგაზრდა თელაველი მწერლების და  ასევე საქართველოს სხვა რეგიონის მწერლთა  შემოქმედებას,  რაც დაეხმარება მათ 21-ე საუკუნის ლიტერატურული ტენდენციების გარკვევაში.

 3. პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები გაეცნობიან საკუთარი ქალაქის  შემოქმედებით პოტენციალს, აუმაღლდებათ პატრიოტული განცდები, ჩამოყალიბდებიან  გემოვნებიან მკითხველებად,

 4. პროექტის მიზნები:1.მოსწავლეები მოიძიებენ მათთვის სასურველ ინფორმაციას;
2.გაეცნობიან , როგორც თელაველი ასევე სხვა რეგიონის, კერძოდ,   
ქუთაისელი, თანამედროვე მწერლების შემოქმედებას;
3.გააანალიზებენ მოძიებულ ინფორმაციას და ამის საფუძველზე დაწერენ ესეს, რომელიც გამოქვეყნდება ადგილობრივ ლიტერატურულ ჟურნალ,,ოლეში";
4.მოსწავლეები რეგიონების მიხედვით გამოკვეთენ 21-ე საუკუნის ლიტერატურულ ტენდენციებს და გამოიტანენ დასკვნას რა არის მათთვის საერთო და განმასხვავებელი;
5.დამუშავებულ მასალას გამოაქვეყნებენ ბლოგზე.

5. მონაწილეთა ასაკი: 15 წელი

 6. ვადები/ხანგრძლივობა: 14 დღე.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:აღნიშნული პროექტი მოსწავლეებს დაეხმარება, უპირველეს ყოვლისა, ცოდნის მიღებაში, ლიტერატურული ცნობიერების გაზრდაში, ისწავლიან და განათავსებენ  ბლოგზე  მწერალთა ბიოგრაფიებს, ამონარიდებს, შესაძლებლობა მიეცემათ თელავის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მოწვეული სტუმრებისა და მწერლების წინაშე წარმოადგინონ პრეზენტაცია.

 8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ინტერნეტი,კომპიუტერი,თაბახის ფურცლები ინტერვიუსთვის, ფოტოაპარატი.

 9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს ექნება მათთვის შესაბამისი დავალება, დაგეგმავენ მწერლებთან სტუმრობას, მოიძიებენ საჭირო ინფორმაციას, ჩაწერენ ინტერვიუს, (კითხვარის მომზადებაში მასწავლებელი დაეხმარება მოსწავლეებს) გადაიღებენ ფოტოებს, გაანალიზებენ და დაწერენ ესეებს, შეხვდებიან  ჟურნალ ,,ოლეს" რედაქტორს და ბიბლიოთეკის დირექტორს.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ქართ. IX. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.

 ·         სხვადასხვა აუდიტორიისათვის შეარჩევს ტექსტის ტიპს (ლიტერატურული ნარკვევი, მიმართვა, წერილი, რეკომენდაცია, ვებგვერდის სტატია, ესეი და ა.შ.), რათა უპასუხოს მათ მოთხოვნებს და ინტერესებს;  

11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):მარინა მამალაშვილი.

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:mamalashvili1978@gmail.com

13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:

Monday, June 25, 2018

მსჯელობის შეფასების რუბრიკა

სასწავლო უნარები
1-4
5-6
7-8
9-10
თემისა და პრობლემის განსაზღვრა
ვერ საზღვრავს კონკრეტულ თემატიკას და პრობლემას
დახმარების საშუალებით შეუძლია რამდენად-მე მიუახლოვდეს სამიზნე თემას
არასრულფასოვნად აყალიბებს თემატიკასა და პრობლემას
საზღვრავს მიზანს, მსჯელობს პრობლემაზე, მოჰყავს არგუმენტები
ანალოგიებისა და ლიტერატურული პარალელების განსაზღვრა
არ შეუძლია ანალოგიებისა და ლიტერატუტული პარალელების ამოცნობა
დახმარების შედეგად  ამოიცნო-
ლიტ.პარალელებს
შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს ანალოგიური თემები და იდეები, მოჰყავს მაგალითები
მასალა კარგად აქვს მომზადებული, შეუძლია მაგალითებისა და ლიტერატურული პარალელების შესახებ მსჯელობა და სათანადო დასკვნების გამოტანა
ტექსტის მხატვრული გააზრებ
არ იცნობს ტროპის სახეობებს, ვერ არკვევს ლიტ-ის მხატვრულ ფუნქციას
მითითების მიხედვით ცდილობს, ამოიცნოს რომელიმე მხატვრული სახე, შეუძლია პეიზაჟისა და ეპითეტის ამოცნობა
შეუძლია ძირითად მხატვრულ საშუალებათა იდენტიფიცირება
მსჯელობს ტროპის სახეობათა თავისებურებაზე,
არკვევს მათ მხატვრულ ფუნქციას
პრეზენტაცია
თემას ვერ წარმოადგენს ნათლად და გასაგებად, კითხვებზე ვერ პასუხობს ადეკვატურად
ინფორმაციას ფლობს, მაგრამ უჭირს მისი დალაგება, ლოგიკურად გადმოცემა
შეუძლია გეგმის მიხედვით წარმოადგინოს საპრეზენტაციო საკითხი, ვერ იცავს დროის ლიმიტს.
შესავალი საინტერესოა,ავლენს შემოქმედებით უნარს, დაცულია ლოგიკური ჯაჭვი, გამართულია ტემბრი, იცავს დროის ლიმიტი
წინადადებების კონსტრუირება
არ შეუძლია წინადადების მიზნობრივად კონსტრუირება, უჭირს სათქმელის გადმოცემა
აგებს მარტივ კონსტრუქციებს, მაგრამ უშვებს სინტაქსურ და სტილურ შეცდომებს
ფლობს სინტაქსური სინონიმიკის ელემენტებს, სტილი გამართულია
შესაბამისად იყენებს წინადადების ტიპებს შინაარსისა და აგებულების მიხედვით, არჩევს თემის შესაბამის სტილს, გააჩნია ორიგინალური თხრობისა და მეტყველების მანერა

პრეზენტაციის შეფასების სქემა



კრიტერიუმი/
შკალა
დაბალი
საშუალო
კარგი
საუკეთესო
პრეზენტაციის
ვიზუალური
ნაწილი

მოუწესრიგებელი;
არ შეესაბამება შინაარსს.
მოწესრიგებულია,
მაგრამ ვიზუალური მასალა ნაწილობრივ შეესაბამება შინაარსს.
მეტ-ნაკლებად
მოწესრიგებულია,
ზოგადად,
შეესაბამება
პრეზენტაციის
შინაარსს.
ზუსტად შეესაბამება
შინაარსის
ყოველ კომპონენტს


ორიგინალობა


დასტურდება
პლაგიატის ელემენტები
მინიმალურად
ორიგინალური.
საკმარისად ორიგინალური.
მთლიანად
ორიგინალური.
დავალებასთან
შესაბამისობა
დავალებასთან
შესაბამისობა
მიჰყვება
ინსტრუქციათაგან
მხოლოდ
ზოგიერთს.
მიჰყვება ინსტრუქციებს,
თუმცა
ზოგჯერ ზედაპირულად
ყველა ინსტრუქცია
გათვალისწინებულია,

დავალება სრულყოფილად
არის
შესრულებული.
მთლიანი
შთაბეჭდილება
მიზანი არ არის
მიღწეული, ან
მოთხოვნების
უმრავლესობა არ
არის გათვალისწინებული.
მინიმალურად
არის მიღწეული
დასახული
მიზანი, გათვალისწინებულია

ზოგიერთი მოთხოვნა
მიღწეულია
გარკვეული
მიზანი, მოთხოვნა,
ზოგადად,
გათვალისწინებულია.
ყველა მიზანი
სრულად არის
მიღწეული.

გაკვეთილის გეგმა



გაკვეთილის  გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი: მარინა მამალაშვილი.
საფეხური: დაწყებითი.
სწავლების საფეხური/ კლასი: დაწყებითი , VIკლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა:  18 მოსწავლე.
გაკვეთილის თემა: იაკობ გოგებაშვილის ,, ერეკლე მეფე და ინგილქალი“.
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლეები დავაკვირვო  და ვამსჯელო პერსონაჟთა ქცევაზე,
განუვითარო ჯგუფური, თანამშრომლობითი მუშაობის უნარი, მიღებული ცოდნა
დააკავშირონ პრაქტიკასთან.

აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსი
დრო, წთ.

1
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.

მასწავლებელი  გაკვეთილის სათაურს დაწერს დაფაზე და
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მოსწავლეებს სთხოვს გაიხსენონ თუ  რა იციან ერეკლე მეფის შესახებ.




კითხვა-პასუხი





მთელ კლასთან




სახელმძღვანელი,
რვეული, დაფა,
2წთ.



5წთ

2
 ახალი მასალის წარდგენის მიზნით კლასს ვთავაზობ მინი ლექციას




მასწავლებელი  მოსწავლეებს სთხოვს თვალი მიადევნონ ტექსტს და რამდენიმე მოსწავლეს იხმარიებს ტექსტის გარკვეული ნაწილების ამოსაკითხად

შესწავლილი მასალის განმტკიცების მიზნით მასწავლებელი  მოსწავლეებს ჰყოფს ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს ეძლევა შესაბამისი დავალება.
იხ. დანართი 1.
მინი ლექცია
მასწავლებლის მიერ გაკეთებული პრეზენტაცია


აქტიური კითხვა





ჯგუფური
მთელ კლასთან






მთელ კლასთან






სახელმძღვანელო
კომპიუტერი,
პროექტორი.





სახელმძღვანელო






სახელმძღვანელო, თაბახები
13წთ.

3
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს ზეპირი პრეზენტაციის დახმარებით წარმოადგინონ საკუთარი ნამუშევარი კლასის წინაშე.

პრეზენტაციის წარმოდგენის შემდეგ პრეზენტატორი უსვამს კითხვებს სხვა ჯგუფის წევრებს თუ რამდენად კარგად გაიგეს მისი ნასაუბრევი.
ზეპირი პრეზენტაცია




კითხვა-პასუხი
ზეპირი პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.
იხ. დანართი 2.

მთელ კლასთან
18.

4
შესწავლილი მასალის განმტკიცების მიზნით მაწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს დაასრულონ ,,ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლესქემა. ჩაწერონ რა ისწავლეს აღნიშნული გაკვეთილის დახმარებით.
,,ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლესქემა
ინდივიდუალური
სახელმძღვანელ
კომპიუტერი
3წთ.

5
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას შესაბამისი ინსტრუქციით , აძლევს მოსწავლეებს განმავითარებელ და განმსაზღვრელ
შეფასებას და ურიგებს წინასწარ შედგენილ ბარათებს თვითშეფასებისთვის.
თვითშეფასების ბარათები
ინდივიდუალური
4 წთ.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლეები გაანალიზებენ  მხატვრულ 
ტექსტს, შეაფასებენ პერსონაჟთა ქცევას და ახალ ინფორმაციას დაუკავშირებენ
არსებულ ცოდნას.
შეფასება( მოსწავლეთა შეფასების კრიტერიუმები ან რუბრიკები თან უნდა ერთვოდეს გაკვეთილის გეგმას)

მოსწავლეთა თვითშეფასების რუბრიკა
ჩემს აზრს ღიად გამოვთქვამ
ყოველთვის
ზოგჯერ
არასდროს
როცა სხვა საუბრობს ვუსმენ ყურადღებით
ყოველთვის
ზოგჯერ
არასდროს
განსხვავებულ აზრს
ვითვალისწინებ
ყოველთვის
ზოგჯერ
არასდროს
ვიცავ დროის ლიმიტს
ყოველთვის
ზოგჯერ
არასდროს

ვიცი
მინდა ვიცოდე
ვისწავლე


დანართი 1.ჯგუფური მუშაობა:
1-ლი ჯგუფი:
-დაახასიათონ მეფე ერეკლე ტექსტის მიხედვით;

მე-2 ჯგუფი:
-დაახასიათონ ინგილო ქალი ტექსტის მიხედვით;

მე-3 ჯგუფი:
-ისაუბრონ ტექსტზე დაყრდნობით VIII საუკუნის საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე;                                                          

დანართი 2.

   მსჯელობის შეფასების რუბრიკა

სასწავლო უნარები
1-4
5-6
7-8
9-10                             
თემისა და პრობლემის განსაზღვრა
ვერ საზღვრავს კონკრეტულ თემატიკას და პრობლემას
დახმარების საშუალებით შეუძლია რამდენად-მე მიუახლოვდეს სამიზნე თემას
არასრულფასოვნად აყალიბებს თემატიკასა და პრობლემას
საზღვრავს მიზანს, მსჯელობს პრობლემაზე, მოჰყავს არგუმენტები
ანალოგიებისა და ლიტერატურული პარალელების განსაზღვრა
არ შეუძლია ანალოგიებისა და ლიტერატუტული პარალელების ამოცნობა
დახმარების შედეგად  ამოიცნო-
ლიტ.პარალელებს
შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს ანალოგიური თემები და იდეები, მოჰყავს მაგალითები
მასალა კარგად აქვს მომზადებული, შეუძლია მაგალითებისა და ლიტერატურული პარალელების შესახებ მსჯელობა და სათანადო   დასკვნების გამოტანა
ტექსტის მხატვრული გააზრებ
არ იცნობს ტროპის სახეობებს, ვერ არკვევს ლიტ-ის მხატვრულ ფუნქციას
მითითების მიხედვით ცდილობს, ამოიცნოს რომელიმე მხატვრული სახე, შეუძლია პეიზაჟისა და ეპითეტის ამოცნობა
შეუძლია ძირითად მხატვრულ საშუალებათა იდენტიფიცირება
მსჯელობს ტროპის სახეობათა თავისებურებაზე,
არკვევს მათ მხატვრულ ფუნქციას