2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მოიძიებენ და გაეცნობიან ახალგაზრდა თელაველი მწერლების და ასევე საქართველოს სხვა რეგიონის მწერლთა შემოქმედებას, რაც დაეხმარება მათ 21-ე საუკუნის ლიტერატურული ტენდენციების გარკვევაში.
3. პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები გაეცნობიან საკუთარი ქალაქის შემოქმედებით პოტენციალს, აუმაღლდებათ პატრიოტული განცდები, ჩამოყალიბდებიან გემოვნებიან მკითხველებად,
4. პროექტის მიზნები:1.მოსწავლეები მოიძიებენ მათთვის სასურველ ინფორმაციას;
2.გაეცნობიან , როგორც თელაველი ასევე სხვა რეგიონის, კერძოდ,
ქუთაისელი, თანამედროვე მწერლების შემოქმედებას;
3.გააანალიზებენ მოძიებულ ინფორმაციას და ამის საფუძველზე დაწერენ ესეს, რომელიც გამოქვეყნდება ადგილობრივ ლიტერატურულ ჟურნალ,,ოლეში";
4.მოსწავლეები რეგიონების მიხედვით გამოკვეთენ 21-ე საუკუნის ლიტერატურულ ტენდენციებს და გამოიტანენ დასკვნას რა არის მათთვის საერთო და განმასხვავებელი;
5.დამუშავებულ მასალას გამოაქვეყნებენ ბლოგზე.
5. მონაწილეთა ასაკი: 15 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 14 დღე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:აღნიშნული პროექტი მოსწავლეებს დაეხმარება, უპირველეს ყოვლისა, ცოდნის მიღებაში, ლიტერატურული ცნობიერების გაზრდაში, ისწავლიან და განათავსებენ ბლოგზე მწერალთა ბიოგრაფიებს, ამონარიდებს, შესაძლებლობა მიეცემათ თელავის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მოწვეული სტუმრებისა და მწერლების წინაშე წარმოადგინონ პრეზენტაცია.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ინტერნეტი,კომპიუტერი,თაბახის ფურცლები ინტერვიუსთვის, ფოტოაპარატი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს ექნება მათთვის შესაბამისი დავალება, დაგეგმავენ მწერლებთან სტუმრობას, მოიძიებენ საჭირო ინფორმაციას, ჩაწერენ ინტერვიუს, (კითხვარის მომზადებაში მასწავლებელი დაეხმარება მოსწავლეებს) გადაიღებენ ფოტოებს, გაანალიზებენ და დაწერენ ესეებს, შეხვდებიან ჟურნალ ,,ოლეს" რედაქტორს და ბიბლიოთეკის დირექტორს.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ. IX. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
·
სხვადასხვა აუდიტორიისათვის შეარჩევს
ტექსტის ტიპს (ლიტერატურული ნარკვევი, მიმართვა, წერილი, რეკომენდაცია, ვებგვერდის სტატია, ესეი და
ა.შ.), რათა უპასუხოს მათს მოთხოვნებსა და ინტერესებს;
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):მარინა მამალაშვილი.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:mamalashvili1978@gmail.com
13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:
No comments:
Post a Comment